top of page

საერთაშორისო მეცნიერების გაფრთხილება: საქართველოს უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა აკადემიურ თავისუფლებას ემუქრება

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოღვაწე სამოცზე მეტი საერთაშორისო აღიარებული მეცნიერი, უჩვეულოდ მკაფიო გაფრთხილებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ ღია წერილში, ისინი მკაცრად აკრიტიკებენ 16 ოქტომბერს წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციას“.

ხელმომწერები, წარმოდგენილ პროექტს არსებითად მცდარ რეფორმად აფასებენ, რომელიც პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის სტრუქტურულ კრიზისს.


2025 წლის 15 დეკემბერი


საქართველოს უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციის გადახედვისკენ მოწოდება


ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს

16 ოქტომბერს თქვენ წარმოადგინეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდ ძირითად კომპონენტს მოიცავს. როგორც ამ დოკუმენტში, ისე თქვენს საჯარო გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებთ, რომ აღნიშნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ეფექტიანობასა და ხარისხს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.


ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მრავალი ხანგრძლივი და სისტემური პრობლემა არსებობს, მაგალითად როგორებიცაა: უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები არასაკმარისად ფინანსდება (2025 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ის მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენდა); აკადემიური პერსონალი დაბალანაზღაურებადია და იძულებულია ოჯახების შესანახად ორ ან სამ სამუშაოზე იმუშაოს; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად გაქრა; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობა ყოველწლიურად ხელს უწყობს ფართომასშტაბიან ემიგრაციას საზღვარგარეთ.


უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში თქვენს მიერ შეთავაზებული ზომები ამ პრობლემებიდან არცერთის გადაჭრას არ უწყობს ხელს. პირიქით, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებს სახელმწიფო კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე.


მართვა გადაეცემა რექტორებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც ხელისუფლებაზე იქნებიან დამოკიდებული. მნიშვნელოვნად დასუსტდება უნივერსიტეტების ავტონომია და მასთან ერთად, აკადემიური პერსონალის მონაწილეობა სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმების შემუშავებაში.


უნივერსიტეტების ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო რეორგანიზაციის ფარგლებში, კრიტიკულად განწყობილი აკადემიური პერსონალის ჩამოშორება გამარტივდება.


ეს „რეფორმა“ დახურავს საქართველოში უკანასკნელ სივრცეს, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის. ფუნქციონირებადი უნივერსიტეტების სისტემა, რომელიც ეფუძნება კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, სათანადოდ დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება და კვლევა თავისუფლად მიმდინარეობს, საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება.


ჩვენ ვართ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე საერთაშორისო მეცნიერები და ჩვენ, სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრებების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

თქვენს მიერ შეთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, არა მხოლოდ გააუფასურებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, არამედ მნიშვნელოვნად შეზღუდავს იმ მოქალაქეთა მომავალ პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ ხართ არჩეული.


უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს აქტიურ მოქალაქეებსა და კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც მშრომელ ხალხთან ერთად, უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას, სულ უფრო კონკურენტულ გლობალურ გარემოში.


ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით საზიანო ინიციატივას და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეთა და მათი შვილების ცხოვრებას.


ხელმომწერები:


  1. Professor Stephen Jones, Davis Center, Harvard University 

  2. Professor Ronald Suny (Emeritus), University of Michigan, University of Chicago 

  3. Professor Erik R. Scott, University of Kansas 

  4. Prof. Dr. Hubertus Jahn (Emeritus), University of Cambridge 

  5. Professor Catriona Kelly FBA, Senior Research Fellow, Trinity College, University of Cambridge 

  6. Prof. Dr. Ulf Brunnbauer, Leibniz Institute for East and Southeast European Studies, Regensburg (Germany) 

  7. Professor Kelly O'Neill, Harvard University 

  8. Professor Roy Allison, St. Antony's College, University of Oxford 

  9. Professor Donald Rayfield (Emeritus), Queen Mary College, University of London 

  10. Professor Stephen Neil MacFarlane (Emeritus), University of Oxford 

  11. Lincoln Mitchell, Columbia University 

  12. Professor Florian Mühlfried, Ilia State University 

  13. Professor Paul Manning, Trent University, Canada 

  14. Professor Maia Chankseliani, University of Oxford 

  15. Professor Charles Urjewicz (Emeritus) (INALCO, Paris, France) 

  16. Professor Oliver Reisner, Ilia State University Tbilisi 

  17. Professor Michael Rochlitz, University of Oxford /Director of the Oxford Georgia Programme 

  18. Dr Alexander Morrison, Fellow and Tutor in History, New College, Oxford 

  19. Professor Jeremy Smith, University of Eastern Finland 

  20. Professor Guido Hausmann, Leibniz Institute for East and Southeast European Studies 

  21. Professor Edmund Herzig, Professor of Persian Studies, University of Oxford 

  22. Professor Bruce Grant, New York University 

  23. Professor Jonathan Wheatley, Oxford Brookes University 

  24. Professor Mirja Lecke, University of Regensburg, Germany 

  25. Ambassador William Courtney (US, Retired) 

  26. Ambassador Kenneth Yalowitz (US, Retired) 

  27. Professor Timothy Blauvelt, Ilia State University 

  28. Professor Julie George, CUNY and Columbia University 

  29. Professor Robert Kindler, Freie Universität Berlin 

  30. Prof. Dr. Theocharis Grigoriadis, Freie Universität Berlin 

  31. Dr Tamara Dragadze, Visiting Professor, University of Westminster 

  32. Professor Michael David-Fox, Director, Center for Eurasian, Russian and East European Studies, School of Foreign Service, Georgetown University 

  33. Dr Michel Abeßer, Assistant Professor, University of Freiburg, Germany 

  34. Prof. Dr. Stefan Applis (Friedrich-Alexander University Erlangen-Nuremberg) 

  35. Prof. Dr. Matthias Theodor Vogt, Dr. h.c. (Pécs University), Dr. h.c. (Ilia State University Tbilisi), Director Institut für kulturelle Infrastruktur Sachsen 

  36. Dr Michael H. Cecire, Affiliated Scholar, Center for Eurasian, Russian and East European Studies, Georgetown University 

  37. Professor Dan Healey (Emeritus), University of Oxford 

  38. PD. Dr. Kirsten Bönker, Nordost-Institut an der Universität Hamburg 

  39. Professor Anne Meneley, Trent University 

  40. Prof. Dr. Susanne Frank, Humboldt University of Berlin 

  41. Prof. Dr. Riccardo Nicolosi, LMU University Munich 

  42. Dr Riccardo Mario Cucciolla (University of Naples l'Orientale, Naples, Italy) 

  43. Professor Alex Krouglov, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  44. Lesia Rubashova, Assoc. Professor, Research and Educational Center of Foreign Languages, National Academy of Sciences of Ukraine 

  45. Dr Rasmus Nilsson, Lecturer, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  46. Dr Peter Braga, Lecturer, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  47. Prof. Dr. Thomas Ertl, Freie Universitaet, Berlin 

  48. Prof. Dr. Marc Junge, University of Erlangen, Germany, department for Eastern European history 

  49. Professor Pamela Davidson, Russian literature, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  50. Dr. Philipp Christoph Schmädeke CEO Akademisches Netzwerk Osteuropa, akno e.V., Director SCIENCE AT RISK Emergency Office 

  51. Professor Richard Mole, Political Sociology, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  52. Olivia Bailey, language coordinator, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  53. Dr Jessie Barton Hronesova, Lecturer, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  54. Dr Jakub Beneš, UCL SSEES (University College London, School of Slavonic and East European Studies) 

  55. Prof. Dr. F. Benjamin Schenk (University of Basel) 

  56. Professor Katie Campbell, King's College, University of Cambridge 

  57. Professor Anke Hilbrenner, Institute for Historical Sciences, Heinrich Heine University, Düsseldorf, Germany 

  58. Megi Kartsivadze, University College London 

  59. Dr Hans Gutbrod, Ilia State University 

  60. Professor Riccardo Nicolosi, LMU University Munich 

  61. Dr. Mike Loader, University of Glasgow, UK 

  62. Dr Yuliya Yurchuk, Assistant Professor, Södertörn University, Sweden 

  63. Professor Antoon de Baets, em. University of Groningen (The Netherlands) 

  64. Professor Gesine Drews-Sylla, Neuphilologisches Institut - Slavistik, Julius-Maximilians Universität Würzburg 

  65. Dr Abraham Florin, Associate Professor in Political Science at the Faculty of Communication of the National University of Political Science and Public Administration, Bucharest 

Comments


bottom of page